რატომ PM METAL-ი?
რა პრიორიტეტით სარგებლობს ჩვენი არმატურა და რატომ
PM METAL-ი?
ბოლო წლების სამშენებლო ინდუსტრიის ბაზრის ანალიზის შედეგად, აღნიშნული სფერო დინამიურად მზარდი და განვითარებადია. ეს პირობა გამოწვეულია ტექნოლოგიური მიღწევებით, ახალი ტენდენციებით, ეკონომიკური პირობებით და საზოგადოების მოთხოვნებით.
სამშენებლო მასალების სწორად არჩევა გადამწყვეტ როლს ასრულებს კონტრაქტორის წარმატებული პროექტის განხორციელებაში.
თქვენი ბიზნესის სამომავლო ეფექტური ინვესტიციისათვის ჩვენს კომპანიას მოწინავე პოზიცია უჭირავს არმატურისა და გლინულას იმპორტში საქართველოს ბაზარზე.
საქართველოს ბაზრისთვის შპს პი ემ მეტალის დაკვეტით იწარმოება ევროპული სტანდარტის მაღალი ხარისხის არმატურა და გლინულა.
ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია B500B კლასის არმატურის სახით, რომელიც დამზადებულია მხოლოდ მადანზე, მარაგდება უწყვეტ რეჟიმში და მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. ის უზრუნველყოფს ბეტონის სიმტკიცეს, უძლებს დატვირთვას, ეკოლოგიურ პირობებს, მდგრადია და სეისმომედეგი.
ჩვენი პროდუქტები წარმოდგენილია 8მმ-32მმ არმატურისა და 5,5მმ, 6,5მმ, 8მმ გლინულას ზომების სახით.
საშენი მასალების ტექნოლოგია, სეისმომედეგი მშენებლობა, შენობებისა და ნაგებობების უსაფრთხოება, მასალათა გამძლეობა, მსოფლიო სამშენებლო ნორმები, პროდუქციის ხარისხი, სერთიფიცირებული პროდუქცია, ახალი ტექნოლოგია და მეთოდოლოგია ლითონისა და არმატურის წარმოებაში-ეს PM METAL-ია.
კომენტარის დატოვება