ფოლადის ცნობილი კონსტრუქციები

ფარული ძლიერი მხარეები: არმატურის როლის გამოვლენა ისტორიულ საგანძურში

ჩვენ გვსმენია და ბევრ ჩვენთაგანს მონახული აქვს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შენობები, რომლებიც აღწევენ ცას და აერთიანებენ ერებს. მრავალი საკულტო კონსტრუქცია, ისევე როგორც აქ ჩამოთვლილი 8 ცნობილი ფოლადის კონსტრუქცია, შეუძლებელი იქნებოდა სამშენებლო მეტალის, კერძოდ კი არმატურის გამოყენების გარეშე.

ეს კონსტრუქციები ხაზს უსვამს არმატურის მნიშვნელობას ბეტონის კონსტრუქციების გამძლეობასა და გაძლიერებაში, რაც საშუალებას აძლევს არქიტექტორებს და ინჟინრებს შექმნან შთამბეჭდავი და საკულტო ინფრასტრუქტურული შედევრები.

ჩვენს დღევანდელ ბლოგში ვავლენთ არმატურის ძლიერ მხარეს: მის როლს ისტორიულ საგანძურში!

8. Willis Tower, Chicago

ჩიკაგოში მდებარე უილისის კოშკი-ღირსშესანიშნავი ნაგებობაა. თითქოს რამდენიმე განსხვავებული კონსტრუქციითაა წარმოდგენილი და ყველა განსხვავებული სიმაღლისაა. ისინი ებმის ერთმანეთს და ამით ქარის წინააღმდეგ აძლევს დამატებით ძალას, რადგან ჩიკაგო ცნობილია უამინდობით. არმატურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უილისის კოშკის სტრუქტურაში, რადგან ყოველი მათგანი აკავშირებს შენობის თითოეულ სეგმენტს.

7. Shun Hing Square Tower, Shenzen

ეს ამჟამად ჩინეთის უდიდესი ფოლადის შენობის რეკორდსმენია. Shun Hing Square Tower აშენდა საოცარი ტემპით, ყოველი ოთხი სართული სრულდებოდა ყოველ ცხრა დღეში.

6. Taipei 101 Tower in Taiwan

ნახევარი კილომეტრის სიმაღლის Taipei 101 Tower არის ფოლადის სიძლიერისა და გამძლეობის დასტური. მოიცავს 61 ლიფტს და, ის, Discovery Channel-მა დაასახელა ინჟინერიის შვიდ საოცრებათა შორის.

5. Brooklyn Bridge

ნიუ-იორკის კიდევ ერთი შედევრი, ბრუკლინის ხიდი. ის იმსახურებს ადგილს ტოპ ათეულში, რადგან ის იყო პირველი ფოლადის მავთულის დაკიდული ხიდი, რომელიც აშენდა 1869 წელს. ფოლადი იმდენად სქელია და კონსტრუქცია იმდენად რთული, რომ მის დასრულებას ათი წელი დასჭირდა.

4. Burj Khalifa, Dubai

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა, ბურჯ ხალიფა 829,8 მეტრზე აღიმართება. შენობა მოიცავს 163 სართულს, 11 პარკს და 275 მეტრი სიგრძის შადრევანს. საინტერესოა და შთამბეჭდავია, რომ გამოყენებული არმატურის რაოდენობა შეადგენს 31400 ტონას.

3. Sydney Harbour Bridge

სიდნეის ჰარბორის ხიდი-ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოლადის თაღოვანი ხიდი (არა ყველაზე გრძელი) და არის ავსტრალიის ყველაზე ცნობილი საერთაშორისო სიმბოლო. მთლიანი ფოლადის ნაკეთობა იწონის 52,800 ტონას. მისი 49 მ სიგანის გემბანი წარმოდგენილია ავტომობილებისთვის განკუთვნილი რვა ზოლის, მატარებლისთვის ორი ხაზის, საფეხმავლო ბილიკისა და ველობილიკის სახით.

2. Empire State Building

ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო შენობა, Empire State Building, აშენდა 1931 წელს. არმატურით შეკრული შენობის ჩარჩო იწონის 57000 ტონას, ხოლო დეკორაცია და ექსტერიერი შედგება 200000 ფუტის კირქვისა და გრანიტისგან, 10 მილიონი აგურისგან და 730 ტონა ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისგან. Empire State Building-ის აშენებას მხოლოდ 13 თვე დასჭირდა.

1. Beijing National Stadium, Beijing

პეკინის ეროვნული სტადიონის დარულებას ხუთი წელი დასჭირდა. ასევე, ის ცნობილია, როგორც ჩიტის ბუდე. 2008 წელს ეს იყო ცენტრალური ადგილი ოლიმპიური თამაშების  ჩასატარებლად. ეს არის არქიტექტურული საოცრება, რომელიც აგებულია 42000 ტონა არმატურით და წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოლადის კონსტრუქციის სახით.

Author

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *