მოდერნი ძველ თბილისში მელიქ-აზარიანცის შემოსავლიანი სახლი
წარსულის შთაგონებით – წინ მომავლისკენ!
დღეს, ძველ თბილისში, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის №37-ში ისევე, როგორც იმ დროისათვის ტფილისში, ქალაქის ცენტრში, ასევე რუსთაველის №37-ში ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახელობის სახლი აშენდა.
შემოსავლიანი სახლი, მოგვიანებით მას ასე უწოდებენ, აგებულია მოდერნის არქიტექტურულ სტილში, მყარი გამომწვარი აგურით, რომელიც ძალიან ჰგავს ევროპულს, გრანიტის ბლოკებით, ხვეული ყვავილების დეკორით, ფერადი ან რუხი ქვებით.
მე–20 საუკუნის დასაწყისის გამორჩეული შენობა, რომელიც თბილისელი მეცენატის ა.მელიქ- აზარიანცის სახელთანაა დაკავშირებული, როგორც ვახსენეთ თანამედროვე სტილში დაპროექტდა, რაც იმდროინდელი სახლებისთვის უჩვეულო იყო. შიგნით განათავსეს მაღაზიები, აფთიაქი, ფოტოსალონი, საპარიკმახერო, სასეირნო ბაღი და მეეტლეთა სადგომიც კი. მას საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა.
დღეს ჩვენ, თუნდაც ხანმოკლე პერიოდით, ამ ისტორიის ნაწილი გავხდით.
მდგრადობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, ა. მელიქ აზარიანცის სახლის შთაგონებით, ჩვენ მივდივართ წინ – უსაფრთხო მომავლისკენ!
კომენტარის დატოვება