მიღწევებისა და ზრდის 2023 წელი
როგორი იყო 2023 წელი ჩვენი კომპანიისთვის?
პი ემ მეტალის დაკვეთით, საქართველოს ბაზრისთვის, იწარმოება მაღალი ხარისხის არმატურა და გლინულა.
როგორი იყო 2023 წელი ჩვენი კომპანიისთვის?
განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და დავისახოთ სამომავლო მიზნები.
ეს იყო წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და გრძელვადიანი პარტნიორობის, სტაბილურობისა და ზრდის წელიწადი.
ჩვენი პარტნიორები არიან:
დომუსი, M2, ფოლადის სახლი, მეტალ ჯორჯია, ევროსტილი, ანაგი, ლეგია, გუმბათი, სითიზენი, ციტადელი, ევრომეტალი, ჰორიზონს ჯგუფი ბათუმი, სეუს უნივერსიტეტი, იბერკომპანი, აკა დეველოპმენტი, აპარტ დეველოპმენტი, მშენალიანსი, მონს ბაკურიანი, ელთ ბილდინგი, კრწანისი გრინ პარკი, ემეს ბილდერი, დიალოგი სიონი, გრინ დიღომი, თიემ დეველოპმენტი, ორთაჭალა გეითსი, არსენალ რეზიდენსი, გები ქონსთრაქშენი, მეგა ჰოლდინგი და სხვა.
ჩვენი გუნდის თავდადებით გამყარდა საერთაშორისო პარტნიორობა, გაფორმდა ხელშეკრულებები, საფუძველი ჩაეყარა სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, როგორიცაა: ლურსმანი, ბადეები, გამომწვარი მავთული, გასწორებული გლინულა.
ჩვენი პროდუქცია, საქართველოს მასშტაბით, გადანაწილდა სხვადასხვა რეგიონებში.
პი ემ მეტალი გთავაზობთ:
B500B კლასის, ევროპული სტანდარტის არმატურას, რომელიც დამზადებულია მადანზე და გამოირჩევა შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობით.
გისურვებთ ნაყოფიერ 2024 წელს!
კომენტარის დატოვება