ახალი პარტნიორი

პი ემ მეტალთან პარტნიორობა და იბერკომპანის ახალი პროექტი „ფიგურები ჯიქიაზე“

ისინი განსაზღვრავენ სამშენებლო ინდუსტრიის სიზუსტესა და ეფექტურობას. მათი შესაძლებლობა სცილდება საზღვრებს და ის ვლინდება გლობალურ ტენდენციებსა, ეკონომიკასა, არქიტექტურაში და სხვა მრავალ სფეროში. მათზე დაყრდნობით იქმნება სტატისტიკური მონაცემები და სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

წარმოგიდგენთ “ფიგურებს ჯიქიაზე”.

იბერკომპანის საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად იწყება.1990-იან წლებში საწვავის საბითუმო ვაჭრობით დაწყებული ბიზნესი დღეს რამდენიმე წარმატებულ კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა: მეღვინეობა, ნავთობბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კომერციული უძრავი ქონება და სხვა.

𝐏𝐌 𝐌𝐄𝐓𝐀𝐋-ი აღნიშნულ პროექტს უზრუნველყოფს უმაღლესი ევროპული ხარისხის არმატურით, რომელიც დამზადებულია მადანზე და გამოირჩევა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებითა და სეისმური გამძლეობით.

Author

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *