ქართველმა ხალხმა შექმნა თვით სახელი “საქართველო”

წერილი ეროვნულ ნაკრებს

მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას… აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია“ – ფ.ჰეგელი

ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ჩამომდგარი ბრიტანული გემების მეზღვაურები ერთმანეთში ხშირად თამაშობდნენ “ფუტბოლს”.

სპორტის ეს სახეობა ქართულ პრესაში პირველად 1890 წელს მოიხსენიება.

1906 წელს ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა, გიორგი ნიკოლაძემ, ინგლისური მარგანეცის კონცესიის წარმომადგენლისა და ყოფილი ფეხბურთელის ოსკარ ზივერტის ხელმძღვანელობით, ფოთში ფეხბურთელთა პირველი გუნდი შეკრიბა.

2024 წელს, პირველად ისტორიაში, უდიდესი სიამაყითა და სიხარულით აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმოუდგენელ მიღწევებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.

ევრო 2024-ისკენ მიმავალი გზა ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და ჩვენი გუნდის შესაძლებლობების ურყევი რწმენით გაიხსნა. თითოეულმა მოთამაშემ თავისი უნიკალური ნიჭი და ხასიათი მოედანზე გამოიტანა.

„მადლობა 26 მოთამაშეს, რომლებმაც გამოიჩინეს უდიდესი დისციპლინა, შრომისუნარიანობა და სტაბილურობა. ასევე, მადლობა მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარს, თქვენ მაჩუქეთ ყველაზე მძაფრი ემოციები ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში მადლობა, მადლობა, მადლობა, საქართველო!“– წერს ეროვნული ნაკრების მწრთვნელი, ვილი სანიოლი.

გარდა დისციპლინური თვისებებისა, თქვენი ადამიანობით, ღირსებით და სიკეთით ევროპა გააოცეთ!

შრომით, ერთად დგომით და მონდომებით ჩვენ ერთხელაც საბოლოო პრიზს სახლში ჩამოვიტანთ!

მადლობა დაუვიწყარი ემოციებისთვის!

Author

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *