პი ემ მეტალი გამოფენაზე პირველად წარსდგა!
და როგორ წარსდგა!
დიდი პატივისცემით გვსურს ბლოგის დაწყება მადლიერების გამოხატვით Caucasus Build 2024/სამშენებლო გამოფენა 2024-ის ორგანიზატორებისა და დამფუძნებლების მიმართ. ჩვენ, თქვენი ხელშეწყობით, მოგვეცა საშუალება პირველად მონაწილეობის აღნიშნულ ღონისძიებაში.
PM METAL-ის დაკვეთით საქართველოს ბაზრისთვის იწარმოება მაღალი ხარისხის არმატურა და გლინულა. შეგახსენებთ, რომ გარდა ამ პროდუქტებისა, ჩვენ ასევე გთავაზობთ არმირებულ ბადეებს, გასწორებულ გლინულას, ლურსმანს და გამომწვარ მავთულს.
სიამოვნებით გიზიარებთ გამოფენაში ჩვენი მონაწილეობით მიღებულ მნიშვნელოვან პუნქტებსა და შეხედულებებს.
მე-11 პავილიონთან, გარე სივრცეში, 25 აპრილს, პი ემ მეტალის სტენდი ჩაიდგა.
სამი დღის მანძილზე, პი ემ მეტალის შეთავაზება მოიცავდა პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც შექმნილია სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თითოეული პროდუქტი ასახავს PM METAL-ის ურყევ ერთგულებას ხარისხის, მდგრადობისა და გუნდური მუშაობის მიმართ.
გამოფენას, სტატისტიკურად, SmartAds-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ეწვია: 12 000 ვიზიტორი, აქედან 67% მამრობითი სქესის და 33% მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.
ჩვენთან ურთიერთობდნენ მომავალი პარტნიორები და მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები. დამყარდა ახალი კონტაქტები. განხილული იქნა ჩვენი არმატურის ტექნიკური მახასიათებლებლები და მისი ღირებულება.
დასასრულს, სამშენებლო გამოფენაში ჩვენი მონაწილეობა დიდი წარმატების მომტანია, რამაც გამოიღო სასიკეთო შედეგები და გახსნა გზა ზრდისა და გაფართოებისთვის.
გელით ჩვენს კომპანიაში.
მომავალ შეხვედრამდე!
პი ემ მეტალის გუნდი.
კომენტარის დატოვება