სეისმური ზონა

როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოს ადგილმდებარეობა სეისმურად აქტიურია, რომელიც ხშირად მცირებალიან მიწისძვრებს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, სამშენებლო პროექტებს, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს ტერიტორიაზე, სჭირდებათ მოქნილი, უსაფრთხო და უმაღლესი კლასის სამშენებლო მასალა, რათა მშენებელმა თავიდანვე აირიდოს პროექტის დაზიანება და ავარიულობა.

მაღალსართულიანი კორპუსების სამშენებლო პროცესი ხანგრძლივია და იწყება ობიექტის ადგილმდებარეობის არჩევით; არქიტექტორული მახასიათებლებით; მიწის სამუშაოების მოცულობით; შენობის სართულების რაოდენობით; პროექტის ტიპით; რელიეფის და ნიადაგის თავისებურებობით; ნებართვით და, რაც მთავარია, გამოყენებული სამშენებლო მასალების ტიპით. არმატურა შენობის ჩონჩხად ითვლება, და ზუსტად ამიტომ საჭიროა მაღალხარისხიანი, მდგრადი და უსაფრთხო მასალის გამოყენება მშენებლობის სექტორში.

B500B კლასის მადანზე დამზადებული არმატურა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მდგრადობის გარანტიად ითვლება. ყოველი დიამეტრის არმატურა გამოირჩევა თავისებური თვისებებით და გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. „პი ემ მეტალი“ ერთ-ერთი მსხვილი ლიდერი კომპანიაა, რომელიც აწვდის თავის მომხმარებლებს სერტიფიცირებულ პროდუქტს. ევროპული ტექნოლოგიებით და მადანზე დამზადებული B500B კლასის არმატურა ცვლის საზოგადოების ცხოვრების სტილს და ანიჭებს უსაფრთხოების გარანტიას.

Author

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *