შესყიდვების მენეჯერი
კომპანია “PM Metal” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00
· სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი
· ხელზე ასაღები ანაზღაურება 2000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად;
** გაფორმებული ხელშეკრულებების კონტროლი;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევა;
** სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/ან საწარმო სფეროში შესყიდვების პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ანალიზის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@pmmetal.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “შესყიდვების მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!