ხიდურა ამწეს მექანიკოსი

შპს “PM Metal” აცხადებს ვაკანსიას ხიდურა ამწეს მექანიკოსის პოზიციაზე:

ხიდურა ამწეს მექანიკოსი

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00 – 18:00

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი

ხელზე ასაღები ხელფასი 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

1. უზრუნველყოს ხიდურა ამწეების უწყვეტი და ტექნიკურად გამართული მუშაობა

2. ტექნიკური აღჭურვილობის, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება (დილა და საღამო), არაგეგმიური, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის სამუშაოების ორგანიზება.

3. ტექნიკური აღჭურვილობისა და შეკეთების განრიგის შემუშავება.

4. საჭირო ინვენტარის შედგენა მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენა და სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების მონიტორინგი

5. შეკვეთილი მასალების მიღება, მონტაჟის ხარისხის კონტროლი, ექსპლუატაციაში გაშვება

6. აღჭურვილობის შეკეთების კონტროლი, დაგეგმვა, ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ინჟინრის განათლება
  • ხიდურა ამწესთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • გამოცდილება მეტალურგიულ კომპანიაში ჩაითვლება უპირატესობად
  • ასაკი: 50 წლამდე

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@pmmetal.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „ხიდურა ამწეს მექანიკოსი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

CV-ს გაგზავნა

დაშვებული ტიპი(ები): .pdf, .doc, .docx
Author