მადნისგან დამზადებული რკინა
მშენებლობაში ალუმინის მოსვლასთან ერთად, რომლის წარმოებაც ყოველწლიურად იაფდება, რკინა აგრძელებს ლიდერობას ლითონის მსოფლიო ბაზარზე. მისი მთავარი უპირატესობა არის მაღალი დონის სიმყარე და დაბალი ღირებულება. თანამედროვე სამყაროში რკინა სუფთა სახით არ გამოიყენება. მას იყენებენ ნახშირბადის შენადნობთან – ფოლადთან და თუჯთან. მე-20 საუკუნეში რკინაში დაიწყეს იშვიათი ლითონების დამატება, რამაც მას დამატებითი გამძლეობა და კოროზიის წინააღმდეგობა უზრუნველყო. გარდა სუფთა მადნის ლითონისა, რკინას ასევე ლითონის ჯართის გადამუშავებით მიიღებენ, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას და მის უარყოფ გავლენას გარემოზე. თუმცა მასალის გადამუშვებისას ამატებენ სხვადასხვა ლითონის ნარევს, რის შემდეგ საბოლოო შედეგი არ არის ისეთი მაღალი კლასის, როგორც სუფთა მადნისგან დამზადებული პროდუქტი.
როგორც უკვე ვიცით, სუფთა რკინის პროდუქტი მზადდება მადნისგან მაღალ ტემპერატურაზე. ფიზიკური თვისებების მიხედვით, რკინა არის ლითონის სახეობა, რომელსაც აქვს უხეში ზედაპირი და ნაცრისფერი ფერი. ნიკელისა და კობალტის მსგავსად, რკინა არის ფერომაგნიტური ლითონი. მადნის რკინა, როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია დღევანდელ ინფრასტრუქტურაში. ჯართისგან განსხვავებით, ამ ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტები არის გამძლე, უზრუნველყოფს ყველა მექანიზმისა და სქტრუქტურის უსაფრთხოებას, საიმედოობას, ფუნქციონალურობასა და გრძელვადიანობას.
Author
adminRelated posts
PM METAL-ში ბადე იყიდება
არმატურა, გლინულა და შენადუღი
აგვისტოს თვის აქცია!
აგვისტოს თვის აქცია! კომპანია